English Russian Georgian


მე-3 ეტაპი – სამთო ველოსიპედი

მარშრუტის აღწერილობა

მეკლდეური ესტაფეტას გადასცემს სამთო ველოსიპედისტს.

მარშრუტის რუკა


View Red Bull GerGetIt - Courses in a larger map

ზოგადი წესები

შეჯიბრებაში დაიშვებიან გუნდში დარეგისტრირებული სპორტსმენები. ასაკი 18+
ყველა სპორტსმენმა თან უნდა იქონიოს ჩაფხუტი(სასურველია ქროსის ტიპის),სურვილისამებრ შეუზღუდვად შეუძლიათ იქონიონ სხვადასხვა ტიპის პედლები ესენია: ჩამკეტით და ჩამკეტის გარეშე.
დაიშვება ველოსიპედის ბორბლის შემდეგი დიამეტრები: 26, 27.5 და 29.
პროგრამაში იქნება ოლიმპიური ქროსს ქანთრის ტიპის ტრასა 10 კმ სიგრძის. ტრასა მონიშნული იქნება ყოველ კილომეტრში მინიშნებებით და მთლიანად ლენტით.
აგრეთვე ყველა ექსტრემალური მონაკვეთის წინ იქნება მინიშნება.
მონაწილეები ტრასას დაათვალიერებენ და გაეცნობიან შეჯიბრებამდე ერთი დღით ადრე.
მეკლდეური, რომელიც დაფარავს თავის დისტანციას, ფინიშის ხაზზე ესტაფეტას გადასცემს სამთო ველოსიპედისტს, რის შემდეგაც მიეცემა სტარტი.
სამთო ველომრბოლელი ვალდებულია დაფაროს დისტანცია სრულად და ნაბისმიერ ტექნიკურ პრობლემაზე რომელიც შეიძლება გაჩნდეს შეჯიბრის მიმდინარეობის პროცესში იზრუნოს თავად.
არ შეიძლება ველოსიპედის შეცვლა, საბურავის შეცვლა ან ნებისმიერი ნაწილის შეცვლა შეჯიბრის მიმდიანრეობის პროცესში.
არ იქნება ე.წ. ფიიდ ზონა ანუ ტექნიკური დახმარება.
იმ შემთხვევაში თუ ველოსიპედისტი შემჩნეული იქნება გზის მოჭრაში ან სხვა პირის მხრიდან რაიმენაირი დახმარების აღმოჩენაში ის და მთლიანად მისი გუნდი დაჯარიმდება.

სიახლეები

გუნდების სია

ღონისძიების ადგილი

განრიგი

უკუკავშირი