English Russian Georgian


1 ეტაპი – კაიაკი

მარშრუტის აღწერილობა

შეჯიბრი იწყება კაიაკით

მარშრუტის რუკა


View Red Bull GerGetIt - Courses in a larger map

ზოგადი წესები

შეჯიბრებაში დაიშვებიან მხოლოდ დარეგისტრირებული კაიაკერები - ასაკი 18+
ყველა სპორტსმენს უნდა გააჩნდეს საკუთარი აღჭურვილობა - ჩაფხუტი, ნიჩაბი, სამაშველო ჟილეტი, კაიაკი, სპრეიდეკი.
ყველა სპორტსმენი უნდა გამოცხადდეს შეჯიბრის წინა დღეს საერთო შეკრებაზე, სადაც მოხდება წესების გაცნობა და ტრასის დათვალიერება.
ყველა სპორტსმენი უნდა გამოცხადდეს სტარტის დღეს სტარტის გამოცხადებამდე სასტარტო ადგილას.
კაიაკი არის პირველი დისციპლინა.
კაიაკერები იასპარეზებენ ჰანდიკაპით, ჰანდიკაპი განისაზღვრება 3 წუთით.
სპორტსმენი იწყებს ასპარეზობას მხოლოდ მთავარი მსაჯის ნიშნის შემდეგ.
მანძილი სასტარტო ადგილიდან მდინარის ნაპირამდე განისაზღვრება 20მ.
სპორტსმენი ვალდებულია თავისი კაიაკით მიირბინოს მდინარის ნაპირამდე, ჩადოს ნავი წყალში, მოირგოს სპრეიდეკი და დაიწყოს დაშვება მდინარეზე.
სპორტსმენი დისციპლინას ამთავრებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კაიაკი მიაღწევს ფინიშის ხაზს, მდინარის საფინიშო ადგილიდან მიირბენს ნიჩბით ხელში (200მ) ფინიშის არკასთან, სადაც დაფიქსირდება მისი დრო.
იმისათვის რომ დისტანცია ჩაითვალოს გავლილად, სპორტსმენმა უნდა მიიყვანოს კაიაკი ფინიშზე.
მდინარეზე დაშვების დროს ნავის ამოტრიალება, ნავიდან გამოძრომა არ ჩაითვლება შეცდომად, თუ სპორტსმენი მოახერხებს ნავში დაბრუნებას და დისტანციის ბოლომდე გავლას.
იმ შემთხვევაში, თუ კაიაკერი ვერ მოახერხებს დისტანციის დაფარვას და საფინიშო ხაზთან მისვლას, მაშინ მისი გუნდის წევრი ელოდება სანამ ასპარეზობაში ჩართული ბოლო კაიაკერი არ გადაკვეთს საფინიშო ხაზს.
ბოლო კაიაკერის მიერ საფინიშო ხაზის გადაკვეთის შემდეგ ინიშნება დამატებითი 3 წუთიანი საჯარიმო მონაკვეთი. მხოლოდ ამ 3 წუთის გავლის შემდეგ დაჯარიმებული კაიაკერის გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას.
გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება ოთხივე ეტაპის შედეგების დაჯამებით.
გამარჯვებული კაიაკერი გამოვლინდება ნაჩვენები შედეგის მიხედვით.
კაიაკერი გამოეთიშება ასპარეზობას, თუ დროულად არ გამოცხადდება სტარტის მიცემის მომენტისთვის.

სიახლეები

გუნდების სია

ღონისძიების ადგილი

განრიგი

უკუკავშირი