English Russian Georgian


მე-2 ეტაპი – მეკლდეურობა

მარშრუტის აღწერილობა

კაიაკერი ესტაფეტას გადასცემს მეკლდეურს ერთდროულად მომზადდება 6 მარშრუტი .

მარშრუტის რუკა


View Red Bull GerGetIt - Courses in a larger map

ზოგადი წესები

შეჯიბრებაში დაიშვებიან გუნდში დარეგისტრირებული სპორტსმენები, ასაკი 18+
ყველა სპორტსმენმა თან უნდა იქონიოს საცოცი კეტები, მაგნეზიის ჩანთა და ჩაფხუტი.
კლდეზე ცოცვის სახეობა: რთული ცოცვა ზედა დაცვით.
სპორტსმენს ადგილზე დახვდება წინასწარ მომზადებული 5b-5b+ 25-27 მეტრის სიმაღლის 8 ცალი საცოცი ტრასა რომლებიც გამოყოფილი იქნება ერთმანეთისაგან მანიშნებელი ლენტებით.
მონაწილეები ტრასას დაათვალიერებენ და გაეცნობიან შეჯიბრებამდე ერთი დღით ადრე.
კაიაკერი, რომელიც დაფარავს თავის დისტანციას ფინიშის ხაზზე ესტაფეტას გადასცემს მეკლდეურს, რის შემდეგაც მეკლდეურს მიეცემა სტარტი.
მეკლდეური ვალდებულია დაფაროს მანძილი სტარტის ხაზიდან კლდემდე (350 მეტრი ციცაბო აღმართი).
მონაწილე ჩაებმევა თოკში, მის უსაფრთხოებაზე იზრუნებს წინასწარ გამოყოფილი ტრასის მსაჯი.
მონაწილემ რაც შეიძლება ნაკლებ დროში უნდა დაფაროს კლდის ზედაპირი და ფინიში დააფიქსიროს ტრასის თავში დამაგრებულ ტრასის ნომრის ნიშნულზე ხელის დარტყმით.
ა)მონაწილის ერთჯერადად მოწყვეტა (რაც ითვალისწინებს ოთხივე სახსრის-საყრდენის ჰაერში დარჩენას) გამოიწვევს გუნდის დაჯარიმებას 3 წუთით.
ბ)მონაწილე მეორედ მოწყვეტის შემთხვევაში გამოეთიშება ასპარეზობას და მის გუნდში მყოფი ველოსიპედისტი სტარტს აიღებს ესტაფეტაში მონაწილე ბოლო მეკლდეურის გამოსვლის დამთავრებიდან (ფინიშიდან) 3 წუთში.
მას შემდეგ, რაც მონაწილე აღნიშნავს ფინიშს, დაცვის მსაჯი მას დაუშვებს მიწის ზედაპირზე და ჩახსნის დაცვას, იგი ჩაირბენს ციცაბო დაღმართს მანძილს კლდიდან ფინიშის ზონამდე (სადაც განლაგებული იქნება მეკლდეურის ფინიში და ველოსიპედისტის სტარტი), გადასცემს ესტაფეტას ველოსიპედისტს და მისი დროის ათვლა შეჩერდება.

სიახლეები

გუნდების სია

ღონისძიების ადგილი

განრიგი

უკუკავშირი